,,ახალი ქვეყანა"

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

„ახალი ქვეყანა“, ყოველკვირეული გაზეთი. ქართულ მუშათა პროფკავშირების ორგანო. გამოდიოდა 1907 – 08 თბილისში. აშუქებდა მუშათა პროფ. მოძრაობის საკითხებს. უსახსრობის გამო გაზეთი დაიხურა. რედ.-გამომცემლები – ი. ფრანჩესკი და ს. ჭეიშვილი.