თუშეთის ალაზანი

თუშეთის ალაზანი, ჩაღმის ალაზანი, მდინარე ახმეტის მუნიციპალიტეტში, კავკასიონის ჩრდ. კალთაზე, თუშეთის ქვაბულში, მდ. ანდის ყოისუს ერთ-ერთი მდგენელი. სიგრძე 59 კმ აუზის ფართობი 825 კმ². სათავე აქვს აწუნთის ქედის აღმ. კალთაზე. საზრდოობს თოვლის, მყინვარული, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირეა შემოდგომა-ზამთარში. საშუალო წლიური ხარჯი 24 მ³/წმ. თ. ა-ის მთავარი შენაკადებია: მარცხ. წოვათისწყალი, მარჯვ. გომეწრის ალაზანი (გომეწრის წყალი), ორწყალი და ხისოსწყალი (ჭანჭახოვნის წყალი).

თ. კიკილაშვილი