იუსტინსკაია ჰენრიეტა ქრისტეფორეს ასული

იუსტინსკაია ჰენრიეტა ქრისტეფორეს ასული (დ. 5. VI. 1933, თბილისი), ფერმწერი. სა­ქართვ. დამს. მხატვარი (1982), ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი (1973).

1952–58 სწავლობდა თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემიაში ფერ­წერის ფაკ-ტზე. 1985–2007 იქ­ვე ეწეოდა პედ. მოღვაწეობას (2002-იდან – პროფესორი). მონაწილეობს გამოფენებში 1959-იდან.

ი. მუშაობს სხვა­და­სხვა ჟანრში და იყენებს სხვა­და­სხვა მასალას. ძირითადი ნამუშევრები: „შოპენის პორტრეტი" (1960), სერია „თბილისის ხედები" (1962–88), „ნატიურმორტი" (1963), „ქალიშვი­ლის პორტრეტი" (1975), „შემოდგომის პეიზაჟი" (1981), „ზამთარი" (1988); ვიტრაჟები: „ქართული ცეკვა" (1961), „ქართული პეიზაჟი" (1974–75), „შავი ზღვა" (1976); ბაქოს ხურდალანის საკონფერენციო დარბაზის კომპლ. გაფორმება – ჭედურობა, მოზაიკა, ბრები (1980–82); მოსკოვთან მდებარე სანატორიუმ „ტყის ტბის" კომპლ. გაფორმება – გობელენი, შამოტი, ჭედურობა (1987–88); „მე­დიცინა" (მარნეულის ­ცენტრ. კლინიკ. საავადმყოფო, 1988–89).

გამოფენები: „ქართული ხელოვნება" (1960, ვარშავა), რესპუბლიკური (1961, 1963, 1965, 1972, 1980, თბილისი), „მონუმენტური ხელოვნება" (1967, მოსკოვი), „საბერძნეთი თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში" (1998, თბილისი).

ი-ს ნამუშევრები დაცულია ფ. შოპენის (პოლონეთი), შ. ამირანა­შვილის სახ. ხელოვნების, ქ. კრაკოვის „მლოდა პოლსკას" მუზეუმებში, დ. შევარდნაძის სახ. ეროვნ. გალერეაში. მონაწილეობდა სიმპოზიუმში „სსრკ მონუმენტური ხელოვნება" (1974, მოსკოვი) და ვიტრაჟის I საკავშ. სემინარში (1978, რიგა). ავტორია წიგნების – „Ян Матейко" (1959), „თანამედრო­ვე ქართული ჭედურობა" (1986), ­„პოლონელი მხატვ­რები სა­ქარ­თვე­ლო­ში" (2006) და სხვ.

თ. გერსამია