გოსტენინა ელისაბედ ანდრიას ასული

ე. გოსტენინა
ე. გ ო ს ტ ე ნ ი ნ ა მარია, პ. ჩაიკოვსკის ოპერა „მაზეპა"

გოსტენინა ელისაბედ ანდრიას ასული [4 (17). VIII. 1904, თბილისი, – 13. IX. 1988, იქვე], მომღერალი (სოპრანო) და პედაგოგი. საქართვ. სახ. არტისტი (1947). 1929 დაამთავრა თბილ. სახელმწ. კონსერვატორია (პროფ. ლ. მიხალსკაიას კლასი). 1929– 59 იყო ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი. 1962-იდან ეწეოდა პედ. მოღვაწეობას ზ. ფალიაშვილის სახ. II სამუსიკო სასწავლებელში. ხანგრძლივი სასცენო მოღვაწეობის მანძილზე შეასრულა სოპრანოს თითქმის ყველა წამყვანი პარტია, მ. შ.: მარო, ეთერი (ზ. ფალიაშვილის „დაისი", „აბესალომ და ეთერი"), ტატიანა, ლიზა (პ. ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი", „პიკის ქალი"), აიდა, ვიოლეტა (ჯ. ვერდის „აიდა", „ტრავიატა"), ტოსკა (ჯ. პუჩინის „ტოსკა") და სხვ. გ-ს ჰქონდა ძლიერი ხმა, მისი შესრულების მანერა გამოირჩეოდა სავსე ხმოვანებითა და ინტონირების სიფაქიზით, მაღალი ვოკალურსცენური ოსტატობით. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

მ. გედევანიშვილი