არხილოსკალოს სამაროვანი, ძვ. წ. I ს. და ახ. წ. I ს. არქეოლოგიური ძეგლი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, მდ. ალაზნის მარჯვ. ნაპირზე, სოფ. არხილოსკალოდან 5 კმ-ზე მდებარე ადგილ „პატარა ყურეში“. გათხარეს 1937 (ხელმძღვ. გ. ნიორაძე). ორმოსამარხებში აღმოჩნდა მრავალრიცხოვანი ნივთიერი მასალა: თიხის ჭურჭელი, რკინის სასხლავი, ბრინჯაოსა და რკინის სამკაული და სხვ. ა. ს-ის გათხრები საფუძვლად დაედო ალაზნის ველის კულტ. შესწავლას (იხ. ალაზან-იალოილუთეფეს კულტურა).
ლიტ.: ნიორაძე გ., ალაზნის ველის გათხრები, თბ., 1940.
რ. რამიშვილი