ასია, დიაუხის მეფე ძვ. წ. IX ს. შუა ხანაში. ძვ. წ. 845 ა-მ ძღვენი (ცხენები და სხვ.) მიართვა ასურეთის მეფეს სალმანასარ III-ს (ძვ. წ. 859–824), რ-იც ურარტუს დარბევის შემდეგ შეიჭრა დიაუხის საზღვრებში – მდ. ევფრატის ზემო წელში (ახლანდ. ყარასუ, ერზრუმის ვილაიეთი).
ლიტ.: მ ე ლ ი ქ ი შ ვ ი ლ ი გ., სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის უძველესი გაერთიანებები, წგ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1, თბ., 1970.
გ. მელიქიშვილი