არონი (ალექსიშვილ-მესხიშვილი), ქართული კულტურის მოღვაწე XVIII ს. II ნახ. და XIX ს. I მეოთხედში. კალიგრაფი, ნიჟნი-ნოვგოროდის ქართ. ახალშენის მოღვაწე. სას. მოღვაწეობა დაიწყო თბილისში, ანჩისხატის ტაძარში. შევიდა ანტონ II-ის ამალაში და გაჰყვა მას რუსეთში (1811). პეტერბურგიდან ამალის სხვა წევრებთან ერთად გადავიდა ნიჟნი-ნოვგოროდის გუბ. სოფ. ლისკოვოში – ქართველთა მამულში. ცხოვრობდა ნიჟნი-ნოვგოროდშიც. 1817 მარტში ლისკოვში დაასრულა „ანტიქრისტეს მოსვლის და ამა სოფლის აღსრულების“ გადაწერა ხელნაწ. ეროვნული ცენტრი, ფონდი A-1581). 1825 გადანუსხა დიმიტრი ბატონიშვილის მიერ თარგმნილი ს. რაბინის „ოქროს აღნაქვსი“ (იქვე, ფონდი S-326ა).
ფ. სიხარულიძე