ახობაძე მამია აპოლონის ძე (23. V. 1933, სოფ. მიწაბოგირა, ახლანდ. სამტრედიის მუნიციპალიტეტი, – 15. V. 2010 თბილისი), ფერმწერი. საქართვ. დამს. მხატვარი (1978).
1960 დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (პედ. ა. ქუთათელაძის კლასი). 1955-იდან მონაწილეობს სამხატვრო გამოფენებში. 1959-იდან ეწევა პედ. მოღვაწეობას გორის ბავშვთა სამხატვრო სკოლაში, 1961-იდან – თსუ-ში, ხოლო 1990-იდან – თბილ. სამხატვრო აკადემიაში. 1983-იდან არის საქართვ. მხატვართა კავშირის მდივანი.
ა-ის შემოქმედება თემატურად მრავალფეროვანია. ნამუშევრები: „ბათუმის პორტი“ (1956, კერძო კუთვნილება), „შორეული რეისის წინ“ (1963), „ომის ტრაგედია“ (1965), „წუთიერი დუმილი“ (1969, ყველა საქართვ. სურათების გალერეა, თბილისი), „წარსულის მოგონება“ (1974, სურათების გალერეა, კლაიპედა), „ნ. გაფრინდაშვილის პორტრეტი“ (1961, სურათების გალერეა, ამბროლაური), „ქალი – ლეგენდა“, „ქართველი მხატვრები ზესტაფონში“ (ორივე 1980, საქართვ. სურათების გალერეა, თბილისი). შექმნა საქართვ. სხვადასხვა კუთხის ბუნების ამსახველი სურათები: „აჭარის პეიზაჟი“ (1963), „ქართლი“ (1965), „ანასეული“ (1971), ტრიპტიქი „არაგვის ნაპირებზე“ (1978), „ქართლის პეიზაჟები“ (1989 – 90, ყველა კერძო კუთვნილება) და სხვ.