ბილანიშვილი მიხეილ იოსების ძე (23. II. 1901, დაბა ყაღიზმანი, თურქეთი,–8. III. 1934, პარიზი), ფერმწერი, გრაფიკოსი, მონუმენტალისტი.
საშ. განათლება მიიღო თბილ. ვაჟთა III გიმნაზიაში, შემდეგ სწავლობდა თსუ-ში. 1922 შევიდა თბილ. სამხატვრო აკადემიაში, სადაც მხატვრობას ეუფლებოდა გ. გაბაშვილისა და ე. ლანსერეს ხელმძღვანელობით. 1922–23 თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე, ა. ქუთათელაძესა და ს. ნადარეიშვილთან ერთად მხატვრულად გააფორმა რესტორანი „შამპანი“ (შექმნა კომპოზიცია „ბურთის თამაში“). 1921–25 იყო ქართველ ხელოვანთა საზოგადოების წევრი.
1925 ამ საზ-ბამ ბ. სწავლის გასაგრძელებლად პარიზში გაგზავნა, სადაც დაამთავრა ანდრე ლოტის სამხატვრო სკოლა. 1928 პარიზში მოეწყო ბ-ის ნამუშევართა გამოფენა. შემოქმედების პირველ პერიოდში განიცადა გ. გაბაშვილის (ავტოპორტრეტი, 1925; ნატურმორტი, 1927), შემდეგ კუბიზმის („აბანო“, 1926, კერძო კოლექცია; ღამბარაშვილის პორტრეტი, 1926) გავლენა - მნიშვნელოვანი ნამუშევრები: „ქუჩა პარიზში“ (1925), „პარიზი – სატრიუმფო თაღი“ (1926), „ქართველი ქალის პორტრეტი“ (1928, ყველა საქართვ. ხელოვნ. მუზეუმი, თბილისი).
ლიტ.: შ ა რ ა ძ ე გ., მიხეილ ბილანიშვილი, წგ.: უცხოეთის ცის ქვეშ, ტ. 2, თბ., 1993.
ქ. ბაგრატიშვილი