კალანდარიშვილი მიხეილ გრიგოლის ძე

კალანდარიშვილი მიხეილ გრიგოლის ძე (11. VII. 1952, თბილისი, – 16. V. 2014, იქვე), თეატრმცოდნე, თეატრის კრიტიკოსი. პედაგოგი. ხელოვნებათმცოდნეო ბის დოქტორი (1993), პროფესორი (1996). 1974, შოთა რუსთაველის სახ. სა­ხელმწ. თეატრ. ინ-ტის დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო ლენინ­გრადის თეატრის, მუსიკისა და კინე­მატოგრაფიის ინ-ტში, სადაც ვ. სახნოვსკი-პანკეევისა და ა. იუფიტის ხელმძღვანელობით 1979 დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1993 – სადოქტორო დი­სერ­ტა­ცია. 1979-იდან იყო შოთა რუსთაველის სახ. სა­ხელმწ. თეატრ. ინ-ტის პედაგოგი და მეცნიერი თანამ­შრომელი, 2006-იდან – თეატრისა და კინოს უნ-ტის სრული პროფესორი კრიტიკისა და თეორიის მიმართულებით. კ. იყო მრავალი ადგილობრივი და საერთაშ. სამეცნ. კონფერენციის მონაწილე და მომხსენებელი; რამდენიმე პროფესიული პრემიის ჟიურის წევრი; 10-მდე წიგნის რედაქტორი, მრავალი სამეცნ. ნაშრომის რეცენზენტი და პროფესიული გამოცემის სარედაქციო საბჭოს წევრი. არის 100-მდე თეორიული და ისტ. ხასიათის სამეცნ. პუბლიკაციის, რუსული და ფრანგული თეატრ. ენცი­კლოპედიების წერილების, რამ­დენიმე წიგნისა და სახელმ­ძღვანელოს ავტორი, მ. შ.: "სანდრო ახმეტელის რეჟისურის პრობლემები" (თბ., 1986, რუს. ენაზე), „მოდერ­ნიზმი ქართულ თეატრში“ (2010), რ-თაც ფასდაუდებელი წვლილი შეიტანეს ქარ­თული სათეატრო კრიტიკისა და თეორიის განვითარებაში. მიღებული აქვს სა­ქართვ. თეატრალური საზ-ბის პროფესიული პრემიები (1984–85).