დოლენკო ვასილი ვასილის ძე

ვ. დოლენკო

დოლენკო ვასილი ვასილის ძე (13. I. 1902, ერევანი, – 2. II. 1998, მოსკოვი), მონტაჟის რეჟისორი, სამონტაჟო საქმის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. საქართვ. სახ. არტისტი (1969).

ვ. დ ო ლ ე ნ კ ოკადრი კინოფილმიდან „ელისო".

1923 მუშაობა დაიწყო თბილისში, საქართვ. განათლების სახ. კომისარიატთან არსებულ კომიტეტში კინომექანიკოსად; შემდეგ მემონტაჟე გახდა. დამონტაჟებული აქვს 200-მდე ფილმი, მ. შ. მხატვრული ფილმები: „ელისო" (1928), „უკანასკნელი ჯვაროსნები", „უკანასკნელი მასკარადი" (ორივე 1934), „არსენა" (1937), „გიორგი სააკაძე" (I და II სერია, 1942–43), „ჯურღაის ფარი" (1944), „ჭრიჭინა" (1954), „მაგდანას ლურჯა" (1955), „ბაში-აჩუკი", „აბეზარა" (ორივე 1956), „ოთარაანთ ქვრივი" (1957), „სხვისი შვილები" (1958), „ეწყვეტილი სიმღერა" (1960), „ჯარისკაცის მამა" (1964), „ღიმილის ბიჭები" (1969), „პირველი მერცხალი" (1975), „დათა თუთაშხია" (1977), „მშობლიურო ჩემო მიწავ" (1980) და სხვ.; როგორც ოპერატორმა გადაიღო რამდენიმე დოკუმენტური ფილმი.

მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

ა. გვენცაძე