გურიელი–ჭყონია არჩილ (18. II. 1895, ქუთაისი, – 21. XI. 1955, ნიუ-იორკი), ქართველი მრეწველი, ბიზნესმენი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე. გიმნაზიის დასრულების შემდეგ (1915) ეწეოდა აქტ. პოლიტ. და საზ. საქმიანობას. 1917-იდან იყო საქართვ. ეროვნ.- დემოკრ. პარტიის წევრი, 1921 – თებერვლის ბრძოლების (ბოლშევიკური რუს. მე-11 არმიის წინააღმდეგ) აქტ. მონაწილე. საქართვ. ოკუპაციის შემდეგ ცხოვრობდა საფრანგეთში (1922–37), 1937-იდან – აშშ-ში. 1937 ცოლად შეირთო ცნობილი ბიზნესმენი და კოლექციონერი ელენე რუბინშტეინი. მათ აშშ-ში დააფუძნეს პარფიუმერიის სამრეწვ. და სავაჭრო ქსელი „Gourielli Apothecary". გ.–ჭ. იყო, აგრეთვე, ცნობილი პარფიუმერული წარმოების „Prince Matchabelli" თანადამფუძნებელი. გ.–ჭ. აქტიურად იყო ჩაბმული ქართ. პოლიტ. ემიგრაციის საზ.- პოლიტ. ცხოვრებაში. იყო აშშ-ის ქართ. ასოციაციის ერთ-ერთი ფუძემდებელი (1945–47 – თავ-რე).
ლ. ურუშაძე