თავაძე გიორგი გრიგოლის ძე (დ. 21. VI. 1955, ლანჩხუთი), სპორტსმენი, ფეხბურთელი. საერთაშ. კლასის სპორტის ოსტატი (1981). დაამთავრა თსუ (1977). თამაშობდა ლანჩხუთის „გურიაში" (1972– 78), ქუთაისის „ტორპედოში" (1983–84), იყო თბილ. „დინამოს" ნახევარმცველი და მცველი (1979– 82). უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 75 მატჩი (4 გოლი). 1981 თბილ. „დინამოს" შემადგენლობაში მოიპოვა ევრ. ქვეყნების თასის მფლობელთა თასი. დასახელებული იყო სსრკ-ის 33 საუკეთესო ფეხბურთელთა შორის.