ლორის-მელიქოვი ივანე ეგორის ძე

ლორის-მელიქოვი ივანე ეგორის ძე (1834, თბილისი, – 3. III. 1878, ყარსი, დაკრძალულია თბილისში), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1873), რუსეთ-ოსმალეთის ომის (1877–78) მონაწილე. 1857-იდან მსახურობდა კავკ. არმიაში. იყო სევერსკის დრაგუნთა მე-13 პოლკის (1865–73), კავკასიის საკავალერიო დივიზიის 1-ლი ბრიგადისა და მე-2 საკავალერიო დივიზიის მეთაური (1875–78).