მამუჩიშვილი გიორგი ნიკოლოზის ძე (23. V. 1916, სოფ. ხაშმი, ახლანდ. საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, – 1997, თელავი), თეატრის მსახიობი. საქართვ. სახ. არტისტი (1989). 1933–36 სწავლობდა რუსთაველის თეატრთან არსებულ სტუდიაში. 1936–40 იყო რუსთაველის, ხოლო 1940-იდან – თელავის თეატრის მსახიობი. შეასრულა გურიელის (შ. დადიანის „ნაპერწკლიდან“), სიმონის (ი. მოსაშვილის „მისი ვარსკვლავი“), მეწისქვილის (პ. კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“), მეფის (გ. ქელბაქიანის „თქმულება სიყვარულზე“), იანვარას (ვაჟა-ფშაველას „მოკვეთილი“), დათოს (ა. სუმბათაშვილის „ღალატი“), ბერიკას (გ. ერისთავის „ყვარყვარე ათაბაგი“), ურაზმაგის (ს. კლდიაშვილის „ირმის ხევი“), ჯანდიერის (ა. წერეთლის „ბაში-აჩუკი“) და სხვა როლები. გადაღებულია ფილმებში: „გოლა, შემთხვევა ზურგში“ (რეჟ. გ. მატარაძე, 1980), „ათოვდა ზამთრის ბაღებს“ (იორამი, რეჟ. გ. ლევაშოვ-თუმანიშვილი, 1984).