მელოდია, საბჭოთა საკავშირო ხმის ჩამწერი ფირმა "მელოდია" დაარსდა 1964. აერთიანებდა გრამფირფიტების ფაბრიკებს და ხმის ჩამწერ სტუდიებს, რ-ებიც საბჭ. პერიოდში ჩანაწერების შენახვა-გავრცელებას ემსახურებოდა. 1966-იდან თბილისში გაიხსნა ხმის ჩამწერი სტუდია, სადაც ფუნქციონირებდა საკონცერტო და სარეპეტიციო დარბაზები, მცირე ფორმის ნაწარმოებებისა და მხატვრული კითხვისათვის სპეცტექნიკით აღჭურვილი მოსასმენი ოთახები. სტუდიაში მუშაობდნენ პროფესიონალი ხმის რეჟისორები: მ. შ. მ. კილასონიძე, გ. გვიშიანი, ხ. მამედოვი, დ. დემუროვი. მ-ის სტუდიაში ჩაწერილია გ. ყანჩელის სიმფონიები (დირიჟორი ჯ. კახიძე), ლ. ისაკაძის კამერული ორკესტრის მიერ შესრულებული ნაწარმოებები, საგუნდო მუსიკა და სხვ., რ-ებიც გამოირჩეოდა მაღალი ხარისხით. მ. კილასონიძის ნამუშევრები მიჩნეულია საუკეთესო ჩანაწერებად.
ლიტ.: Арановский М. Г., Синтаксическая структура мелодии, М., 1991; Боганова Т., О мелодии, 1960; Мазель Л. А., О мелодии, М.,1952; Слонимский С., Мелодика, М., 2018.