მესაწოლეთუხუცესი, მსახურთუხუცესის უწყების მოხელე; უზრუნველყოფდა პირადად მეფის და მისი „საწოლის“ (მეფის კაბინეტი და აპარტამენტები) დაცვას (იხ. აგრეთვე მესაწოლე).
ლიტ.: ანთელავა ი., საქართველოს საისტორიო – წყაროთმცოდნეობითი ძიებანი, თბ., 2002; ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში (ენციკლოპედიური ლექსიკონი), თბ., 2017; „ჴელმწიფის კარის გარი-გება,“ თბ., 1920;