მოძახილი, 1. სამხმიანი სიმღერის პირველი (ზედა) ხმის სახელწოდება. 2. მომღერალთა გუნდში ძირითადად მეორე, ხოლო მგალობელთა გუნდში შუა ხმა. ქართ. ხალხ. სამხმიანი სიმღერის ერთ-ერთი ზედა (მაღალი) ხმა, რ-იც მთქმელს მოსძახის: „შოთა მღერს, მეფე თემურაზ, არჩილ მოსძახის ძმურება“ (დ. გურამიშვილი). მ. შეიძლება იყოს როგორც მეორე, ისე პირველი ხმა (იმის მიხედვით, თუ რომელია მთქმელი). საგუნდო სიმღერაში მ. მომღერალს, მთქმელს ეწოდება. ხშირად მ-ს წამყვანი როლი აკისრია და მთელ სიმღერას ასრულებს, ხოლო გუნდი მისამღერს ან დასკვნით ფრაზას იმეორებს. მ-ს ზოგჯერ საშუალ ხმასაც უწოდებენ. მეორე ხმას სამხმიან გუნდშიც და ექვსხმიანშიც მოძახილი, ანუ თქმა ერქვა და ჰქვია ახლაც (ივ. ჯავახიშვილი).
ლიტ.: არაყიშვილი დ., ქართული მუსიკა, ქუთ., 1925; ჯავახიშვილი ივ., ქართული მუსიკის ისტორიის ძირითადი საკითხები, თბ., 1990.