"იდუმალა"

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

იმპროვიზაციული ხასიათის მესხურ-ჯავახური საცეკვაო პანტომიმური ქმედება. მას საფუძვლად უდევს უძველესი ცეკვა "ლალოინი", ე. წ. მუნჯური ფერხული (თურქულად ლალ – ნიშნავს მუნჯს, ოინი – ქმედებას). "ი." "ლალოინის" გართულებული, თეატრალიზებული ვარიანტია. ცე­კვის შინაარსი ასეთია: დამპყრობ­თა მხა­რეს გადასული და მათგან დაწინაურებული ­ქართვ. თავადი ყოველნაირად ცდილობს თანამემამულეთა შევიწროებას, რათა მტრის ნდობა დაიმსახუროს. ხალხის მოთმინების ფიალა ივსება, მოღალატეს ამხელენ. იგი თავს გაქცევით შველის. ცეკვა ძირითადად აგებულია ხაზობრივ პრინციპზე, რაც მის არქაულ წარმოშობაზე მიუთითებს. ზოგიერთი მოძრაობა ცეკვების – "ლაზურისა" და "ხორუმის" – მოქმედებას ენათე­სავება. თეატრალიზებული ­სა­ხით აღა­დგინა ქორეოგრაფმა გ. სალუქვაძემ. მუს. ზომა 4/4/.

ლიტ.: Гварамадзе Л., Грузинский танцевальный фольклор, Тб., 1987.

ლ. გვარამაძე.