`თავისუფალი საქართველოს ხმა”

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

`თავისუფალი საქართველოს ხმა” ("The Voice of Free Georgia"), ინგლისურენოვანი ქართული ემიგრანტული ჟურნალი. გამოდიოდა ნიუიორკში (აშშ) 1953–57 წლებში ა. ცომაიას რედაქტორობით. სულ გამოვიდა ამ ჟურნალის რვა ნომერი. სარედაქციო კოლეგიაში შედიოდნენ: ლ. დუმბაძე, ა. ჩხენკელი, დ. სინჯიკაშვილი, გ. ზალდასტანიშვილი და სხვ. გამოქვეყნებული პოლიტ., მეცნ., პუბლიცისტური ხასიათის წერილები ეხებოდა საქართველოს წარსულს, აწმყოსა და მომავალს. ჟურნალის პუბლიკაციებიდან მნიშვნელოვანია ა. ცომაიას მიერ ინგლ. ენაზე თარგმნილი (1953) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 კონსტიტუცია. ''თ. დოლიძე.''