ალ-ისტახრი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

აბუ ისჰაკ ალ-ფარისი (დაახლ. 850–934), არაბი მოგზაური და გეოგრაფი. თავის თხზუ­ლე­ბაში "წიგნი გზებისა და სახელმწიფოების შე­სა­ხებ" ("ქითაბ ალ-მასალიქ ვა ლ-მამალიქ") ავტორი მიმოიხილავს მუსლ. ქვეყნებს დას. ინდოეთიდან მაროკოსა და ესპანეთამდე. მოკლედ არის აღწერილი თბილისიც, რ-იც აღნიშნულია ი-ის მიერ შედგენილ სამხრ. კავკასიის რუკაზე. იგი წერს: "ტფილისი დარუბანდზე ნაკლებია და ორი კედელი აქვს თიხის. სიმდიდრით სავსე ადგილია, ხილ-ბოსტნეულისა და ნათესების უხვად მქონებელი; მრავალი საქონელი და თაფლი ­მტკვრით გააქვთ იქიდან. აქვს თბილი წყლე­ბი მსგავ­სად ტიბერიისა, უცე­ცხლოდ ცხელი. მთელ არანში ბარდავზე, დარუბანდსა და ტფილისზე უფრო დიდი ქალაქი არ არსებობს".

ლიტ.: ი ს თ ა ხ რ ი, ­ჰ ო დ უ დ ალ- ალე ­ მ ი, ჰამდალლაჰ ­ყ ა ზ ვ ი ­ნ ი, თარგმ. შენიშვნებითა და სა­ძიებლი­თურთ ვლ. ფუთურიძისა, თბ., 1937; Караулов Н. А., Сведения арабских географов IX–X веков, «Сборник материалов для описания местностей и племен Кавказа», вып. 29, Тфл., 1901.

გ. ჯაფარიძე.