თორაკია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
00:49, 22 თებერვალი 2019-ის ვერსია, შეტანილი Admin (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტანსაცმლის ნაწილი, მახვილპირიანი ფარის ტიპის ნიშანი, რომელზედაც ხშირ შემთხვევაში გამოსახულია ჯვარი და მდიდრულადაა შემკული. ატარებდნენ დედოფლები, მაღალი წრის ქალები გვხვდება აგრეთვე წმინდანთა ჩაცმულობაშიაც: ქართულ ხელოვნებაში თ-თი შემკული არიან ზედაზნისა და ატენის ქტიტორები, ასევე წმინდანები, განსაკუთრებით – ეკატერინე და ელენე, რ-თა გამოსახულებები გვხვდება კრიხის, ბოჭორმის მაცხვარიშის, ვარძიის, ანანურის და სხვათა მხატვრობაში.ლიტ.: ჩოფიკაშვილი ნ., ქართული კოსტიუმი, თბ., 1964. ე. ნადირაძე.