თურდოს ხევი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
00:49, 22 თებერვალი 2019-ის ვერსია, შეტანილი Admin (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხევი მდინარე თურდოს გასწვრივ კახეთში (თელავის მუნიციპალიტეტი), ცივ-გომბორის მთიდან მდ. ალაზნამდე. უძველეს ხანაში და ადრე შუა საუკუნეებში წარმოადგენდა სასაზღვრო ხევს ქართლის სამეფოსა (ივერია) და ალბანეთის სამეფოს შორის, ხოლო შემდეგ – ქართლის სამეფოს, კახეთისა და ჰერეთის პროვინციებს შორის. ხევში მდებარეობს სოფ. გულგულა რ-იც სასაზღვრო ორიენტირი იყო ზემოხსენებული პროვინციებისათვის.წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973. დ. მუსხელიშვილი.