თურმანიძეები: განსხვავება გადახედვებს შორის

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 

მიმდინარე ცვლილება 00:49, 22 თებერვალი 2019 მდგომარეობით

ცნობილ სახალხო მკურნალთა საგვარეულოს წარმომადგენლები. მკურნალობენ მათ მიერ ტრადიციული რეცეპტით დამზადებული მალამოთი, რ-ის დამზადების წესს გადასცემენ თავიანთ მემკვიდრეებს (იხ. თურმანიძის მალამო).ცნობილია, რომ ჯერ კიდევ 1812 კახეთის აჯანყების დროს დაჭრილი პოეტის ა. ჭავჭავაძის სამკურნალოდ ქუთაისიდან მიიწვიეს თურმანიძე. არსებობს ცნობა იმის შესახებაც, რომ იტალ. სახ. გმირი ჯ. გარიბალდი ფეხის ამპუტაციას გადაარჩინა და განკურნა საქართველოდან იტალიაში საგანგებოდ მიწვეულმა ერთ-ერთმა თურმანიძემ. საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ თ. რუს. არმიაშიც მსახურობდნენ ქირურგებად (მაგ., ბ. თურმანიძე). საბჭ. ხელისუფლებამ მკურნალობის ოფიც. ნებართვა მისცა თ-ის ზოგიერთ წარმომადგენელს, მათ შორის იმდროისათვის ცნობილ სახალხო მკურნალს მალაქია თურმანიძეს (1860–1942).იხ. აგრეთვე სტ. ხალხური მედიცინა.ლიტ.: თურმანიძე ნ., შენგელია რ., ქართული ეროვნული მედიცინა და თურმანიძეები, თბ., 1992; ჩაჩანიძე ვ., ნიკოლოზ ბარათაშვილის პორტრეტის გარშემო, თბ., 1974; Никобадзе И. И., Татишвили И. Я., Курчишвили И. Б., Основные этапы развития медицины в Грузии, Тб., 1964. მ. შენგელია.