თურქესტანიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search
(განსხვავება არ არის)

20:49, 21 თებერვალი 2019-ის ვერსია

ბაადურ (ბორის), XVIII ს. I ნახევრის ქართველი პოლიტიკური მოღვაწე. მონაწილეობდა ვახტანგ VI-სა და პეტრე I-ს შორის გამართულ მოლაპარაკებაში. 1724 თავის ნათესავებთან ერთად რუსეთში გაჰყვა ვახტანგ VI-ს. წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.ლიტ.: პაიჭაძე გ., რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიისათვის (XVIII ს. პირველი მეოთხედი), თბ., 1960.