თუში

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
00:49, 22 თებერვალი 2019-ის ვერსია, შეტანილი Admin (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჭურის ურემი, დიდი ქვევრების გადასატანი დაბალი ურემი, რ-საც აჩაჩა ურმისაგან განსხვავებით ბორბლების მაგიერ ღერძზე ხის საგორავები ჰქონდა დამაგრებული. შემონახული იყო ზემო იმერეთის ერთ-ერთ რაიონში (საჩხერის მუნიციპალიტეტი). თ-ს, როგორც შერეული ტიპის სპეც. საზიდ საშუალებას, იყენებდნენ ზემო იმერეთის ხალხურ კერამიკული წარმოების ცენტრებში (შროშა, ბეღლევი, ბოსლევი) დიდი საღვინე ქვევრების გადასაზიდად მეღვინეობის რ-ნებში.ლიტ.: გეგეშიძე მ., ქართული ხალხური ტრანსპორტი, ტ. 1, თბ., 1956. მ. გეგეშიძე.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=თუში&oldid=15916-დან“