თხეიშიშდუდი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

მწვერვალი მესტიის მუნიციპალიტეტში, ეგრისის ქედზე, მდ. თხეიშის სათავეში. სიმაღლე 3046 მ. აგებულია შუაიურული პორფირიტებით. კალთები შემოსილია სუბალპ. და ალპ. ბალახეულით. ჩრდ. კალთაზე არის ამავე სახელწოდების პატარა მყინვარი. მ. უთმელიძე.