თხისზურგის ქედი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

განედური ქედი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ლუხუნისა და რიცეულის წყალგამყოფი. უმაღლესი მწვერვალის სიმაღლე ზ. დ. 1878 მ. აგებულია ბაიოსური პორფირიტებით, ტუფებით, ტუფ-ბრექჩიებითა და ტუფ-ქვიშაქვებით. თხემი მოსწორებულია. ქედი შემოსილია წიფლისა და რცხილის ტყით. ს. ნემანიშვილი.