თხმორის განძი: განსხვავება გადახედვებს შორის

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 

მიმდინარე ცვლილება 00:49, 22 თებერვალი 2019 მდგომარეობით

ძვ. წ. XI–IX სს. არქეოლოგიური ძეგლი. აღმოჩნდა შემთხვევით 1953 სოფ. თხმორში. თიხის შავპრიალა დაზიანებულ დერგში ეწყო გვიანდ. ბრინჯაოს ხანის კოლხ. კულტურისათვის დამახასიათებელი ნივთები, რ-თაგან შემორჩა 5 სახის სხვადასხვა ზომის თოხი და მათი ნატეხები (20 ც.), 6 სახეობის სეგმენტისებური იარაღი (20 ც.), სატევრის პირის ფორმის მინიატიურული საკიდები (13 ც.). ორყურა კელტი (1 ც.) და სპილენძის ზოდები. თ. გ-ის ნივთები საწარმოო ძალთა განვითარების მაღალ დონეზე მეტყველებს. თ. გ-ში შემავალი სხვადასხვა ტიპის თოხი და სეგმენტური იარაღი მოწმობს კოლხური კულტურისათვის დამახასიათებელი "ტყის ტიპის" მიწათმოქმედების არსებობას. სპილენძის ზოდებისა და თოხების ნატეხების აღმოჩენა ადასტურებს, რომ აქ არსებობდა ადგილ. ლითონის ჩამოსასხმელი სახელოსნო, ხოლო კიმერიული კელტის აღმოჩენა მიუთითებს ძვ. წ. II–I ათასწლ. მიჯნაზე დონსა და დნეპრისპირეთთან სავაჭრო-ეკონ. ურთიერთობაზე. ნივთებზე გამოსახული მხატვრული სიუჟეტები მოწმობს, რომ თ. გ-ის მფლობელთა რელიგ. შეხედულებებში მნიშვნელოვანი ადგილი ნაყოფიერებისა და სიუხვის მფარველ ღვთაებას ეჭირა.წყარო: ღამბაშიძე ო., თხმორის განძი, თბ., 1963. ო. ღამბაშიძე.