კაცია II დადიანი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

ოდიშის ­მთავარი 1758–88, ოტია დადიანის ძე. 1757 ოდიშის დამხმარე ლაშქარს ხელმ­ძღვა­ნე­ლობ­და ხრესილის ბრძო­ლა­ში. 1770–71 დას. საქარ­თვე­ლო­ში მყოფ რუს. კორპუსს ეხმარებოდა ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძო­ლა­ში (რუს. წყაროების ცნობით, საკმაოდ ორჭოფული პოზიცია ეკავა). 1780 კ. II დ-მა სოლომონ I-ის დახმარებით რუხის ბრძო­ლა­ში დაამარცხა აფხაზეთის მთავარი. შემდეგში იგი აქტიურად ერეოდა აფხაზეთის სამთავრო სახლის ში­ნა­ურ საქმეებში; ეხმარებოდა ზურაბ შარვაშიძეს თავისი ძმისწულის – ქელაიშ-აჰმედ-ბეგის წინააღმდეგ ბრძო­ლა­ში. სოლომონ I-ის გარდაცვალების შემდეგ დაეხმარა დავით გიორგის ძეს იმერეთის სამეფო ტახტის დაუფლებაში.

წყარო: ბაგრატ ბ ა ტ ო ნ ი ­შ ვ ილი, ახა­ლი მოთხრობა, თ. ლომოურის გამოც., თბ., 1941; დ ა დ ი ა ნ ი ნ., ქართველთ ცხოვრება, შ. ბურჯანაძის გამოც., თბ., 1962; Грамоты и другие исторические документы ХVIII столетия, относящиеся до Грузии, под ред. А. А. Цагарели, т. 1, СПб., 1891.

ლიტ.: სა­ქარ­თვე­ლოს ისტორია, ტ. 3, მთ. რედ. მ. ლორთქიფანიძე, თბ., 2012; სა­ქარ­თვე­ლოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, რედ. მ. დუმბაძე, თბ., 1973.

თ. ბერაძე.