"ივერია"
1. პოლიტიკური და ლიტერატურული პერიოდული გამოცემა. გამოდიოდა თბილისში 1877 წ. 3 მარტიდან ყოველკვირეული გაზეთის, 1879–85 – ჟურნალის, 1886-იდან – ყოველდღიური გაზეთის, 1906-იდან გაზეთის დახურვამდე (1906 წ. 27.VIII) – ყოველკვირეული გაზეთის სახით. დამაარსებელი და რედაქტორი – ი. ჭავჭავაძე. სხვადასხვა დროს "ი-ის" თანარედაქტორები იყვნენ: ს. მესხი (1881), ი. მაჩაბელი (1882–84), ა. სარაჯიშვილი (1901–03), გ. ყიფშიძე (1903–05) ფ. გოგიჩაიშვილი (1905–06). "ი." იყო ცარიზმის რეაქციის წინააღმდეგ მებრძოლი ორგანო. მისი პროგრამის ძირითადი ნაწილი ითვალისწინებდა ქართველთა ეროვნ. თვითშეგნების ამაღლებას და პოლიტ. დამოუკიდებლობის იდეის სამსახურს. "ი." თემატურად მრავალფეროვანი იყო, რაც განსაზღვრა ქართვ. ხალხის ეროვნულმა, სოც.-ეკონომიურმა და კულტ. ვითარებამ და რედაქტორისა და მისი თანამშრომლების განმან. იდეებმა. გაზეთი აშუქებდა ისტ., ენათმეცნ., ეთნოგრ., გეოგრ., სოციოლოგიის საკითხებს და სხვ. ი. ჭავჭავაძემ დანერგა პუბლიც. ჟანრი "შინაური მიმოხილვა", რ-იც ვრცლად და ფართოდ ასახავდა ხალხისა და ქვეყნის ყოველდღიური ცხოვრების მთავარ და საარსებო პრობლემებს, მათი გადაჭრის გზებს. გაზეთი სათანადო შეფასებას აძლევდა კაპიტალ. წარმოების ხასიათსა და განვითარების თავისებურებას. დიდი ადგილი ეთმობოდა სახ. განათლების საკითხებს, სკოლას, მასწავლებლებს, მთავრობის პოლიტიკას განათლების დარგში და აღზრდის სისტემას. "ი-მ" განსაკუთრებული როლი შეასრულა ქართ. მწერლობის განვითარების საქმეში. "ისთან" თანამშრომლობდნენ მწერლები: ა. წერეთელი, ი. გოგება შვილი, ვაჟა-ფშაველა, ა. ყაზბეგი, ნ. ლომოური, ე. გაბაშვილი, ს. მგალობლიშვილი, ს. ჭრელაშვილი და სხვ.; თვალსაჩინო ჟურნალისტები: ა. ყიფშიძე, გ. ყიფშიძე, ა. ნანეიშვილი, ა. ახნაზაროვი, დ. მიქელაძე, გ. ლასხიშვილი და სხვ. გაზეთი მდიდარ ინფორმაციას აწვდიდა მკითხველს თანამედროვე რუს. და ევრ. ლიტ-რაზე, თავს უყრიდა და აქვეყნებდა ქართ. ხალხური შემოქმედების ნიმუშებს.
1989 წ. 20 თებერვალს გაზ. "ი."
აღადგინა ზ. ჭავჭავაძემ, გამოდიოდა პერიოდულად ი. ჭავჭავაძის
საზოგადოების გაზეთის სახით.
სარედაქციო კოლეგია: კ. კახაძე,
რ. კვირიკია, გ. ნიკოლაიშვილი,
დ. ტაკიძე, ლ. ღვალაძე, თ. ჩხეიძე.
1997 "ი-ის" გამოცემა შეწყდა.
ლიტ.: კ ა ლ ა ნ დ ა ძ ე ა., ქართული ჟურნალისტიკის ისტორია, ტ. 4, თბ., 1986; ტ ა ბ ი ძ ე ნ., ილია ჭავჭავაძის "ივერია", თბ., 1977.
ს. ხუციშვილი.
2.სრულიად საქართველოს მწერალთა კავშირის ყოველკვირეული გაზეთი. გამოდიოდა
თბილისში 1923 გაზ. "ხომლის"
ნაცვლად. სულ გამოვიდა 2 ნომერი. დაიბეჭდა მწერალთა კავშირის 1923 კონფერენციის მასალა,
ს. მგალობლიშვილის, ლ. ქიაჩელის და სხვა მწერალთა ლიტ.
ნაწარმოებები.
3.ჟურნალი (1949–91),
საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის პერიოდული ორგანო. გამოდიოდა პარიზში. სულ
გამოიცა 36 ნომერი. სხვადასხვა
დროს მისი რედაქტორები იყვნენ:
ე. პატარიძე, ს. ჭირაქაძე, მ. ქავთარაძე, ო. პატარიძე. სარედაქციო კოლეგიაში შედიოდნენ: გ.
გაბლიანი, გ. ზალდასტანიშვილი,
ა. მანველიშვილი, გ. პატარიძეუროტაძისა, ჯ. კაშია. მათთან
ერთად ჟურნალთან თანამშრომლობდნენ რ. ივანიცკი-ინგილო,
შ. კალანდაძე, ა. ს. ასათიანი, რ.
გაბაშვილი. მრავლისმომცველია
"ი-ის" ბეჭდვითი პროდუქცია. საყურადღებოა შემდეგი წერილები:
ს. ჭირაქაძე, "სპირიდონ კედიას
მოღვაწეობა" (N1, 1949); რ. ინგილო, "ეკლესია და სახელმწიფო" (N2, 1949); "შოთა რუსთაველის საფლავი იერუსალიმში" (გ.
სვეტის წერილი, თარგმნილი გ.
აბულაძის მიერ; N9, 1961); შ.
კალანდაძე, "გრიგოლ რობაქიძის
ხსოვნას" (N10, 1963); გ. გაბლიანი, "მეორე მსოფლიო ომი
და ქართველები" (N24, 1981);
ა. მანველიშვილი, "რუსეთის
ორიენტაცია" (N27, 1984); ჯ.
კაშია, "სტალინიზმის არსება"
(N29, 1986); მ. ქავთარაძე, «ჩვენი დროის "სიბრძნე სიცრუისა"»
(N12, 1966). ჟურნალის ნომრები
ინახება გ. შარაძის კერძო კოლექციაში, ივ. ჯავახიშვილის სახ.
თსუ-ის ქართ. ემიგრაციის მუზეუმში.
ლიტ.: შ ა რ ა ძ ე გ., უცხოეთის ცის ქვეშ, წგ. 3, თბ., 1993.
თ. დოლიძე.
4. ვოკალურ-საკრავიერი
ანსამბლი. თავდაპირველად შეიქმნა როგორც ვოკალურ-საკრავიერი
კვარტეტი ა. ბასილაიას, ჯ. ბაღა
შვილის, ვ. ტატიშვილისა და გ.
ლეონიძის შემადგენლობით. 1968
გადაკეთდა ვოკალურ-საკრავიერ
ანსამბლად (ხელმძღვ. ა. ბასილაია, 2009-მდე). ანსამბლს დაემატნენ: ლ. კობალაძე, ლ. ზღვაური, თ. წიკლაური, დ. აბულაძე,
ნ. კვაშალი, ზ. ლალიაშვილი, ვ.
ლალიაშვილი, ზ. ცისკარიძე, მ.
თოდაძე, ბ. შხიანი, გ. ლორია, ა.
შარაშენიძე, თ. ყვითელაშვილი, ს.
პავლიაშვილი, გ. სეფაშვილი, თ.
თათარაშვილი, თ. ამონაშვილი,
ლ. ურუშაძე, ა. კვაშალი, გ. ბაღა
შვილი, ქ. წიკლაური, ნ. გელაშვილი, ზ. იაკაშვილი და სხვ.).
1968–83 ანსამბლის რეჟისორი და
რამდენიმე მიუზიკლის ლიბრეტოს ავტორი იყო ა. გ. გელოვანი,
1983-იდან – ჯ. ბაღაშვილი. არსებობის ხანგრძლივი პერიოდის
განმავლობაში ანსამბლმა შექმნა
ოცდაორი საკონცერტო პროგრამა
(ოცდაორივე პროგრამის სცენარის ავტორი – ჯ. ბაღაშვილი; რეჟისორები: 1968–83 ა. გელოვანი,
1983-იდან – ჯ. ბაღაშვილი), ხუთი
მიუზიკლი [(ხუთივე მიუზიკლის
მუსიკის ავტორი – ა. ბასილაია):
"რწყილი და ჭიანჭველა" (1976),
"ჩხიკვთა ქორწილი" (1979, ორივე
ლიბრეტოს ავტორები – ა. გელოვანი და ჯ. ბაღაშვილი, რეჟ.
– ა. გელოვანი), "არგონავტები"
(1983, ლიბრეტო ჯ. ბაღაშვილის,
რეჟ. – ნ. კიტია), "თოვლის ბებოს
ზღაპარი" (1986), "ფიროსმანი"
(1996, ორივე ლიბრეტოს ავტორი
და რეჟ. – ჯ. ბაღაშვილი)]. სხვადასხვა დროს ანსამბლმა გასტროლებით შემოიარა მსოფლიოს
60-მდე ქვეყანა, გამართა 5000ზე მეტი კონცერტი. "ივერიას"
ეკუთვნის თბილისის საკონცერტო
დარბაზში ზედიზედ ჩატარებული
კონცერტებისა და სპექტაკლების
რეკორდული მაჩვენებელი (1986
"თოვლის ბებოს ზღაპრის" 164-მა
სპექტაკლმა ჩაიარა სრული ანშლაგით).
მაღალმხატვრულმა პროფ. დონემ, თითოეული შემსრულებლის
პროფესიონალიზმმა, მსუბუქმა და
დახვეწილმა იუმორმა, მუს. ქსოვილის მელოდიურობამ განაპირობა
ანსამბლის დიდი პოპულარობა.
ნ. გელოვანი.
5. (სააქციო საზოგადოება "ს ა ს ტ უ მ რ ო ი ვ ე რ ი ა "), სასტუმრო თბილისში. გაიხსნა 1967 (არქიტ. – ო. კალანდარიშვილი, თანაავტ. – ი. ცხომელიძე; სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემია, 1972). მდებარეობდა ქალაქის ცენტრში, რესპუბლიკის (ახლანდ. პირველი რესპუბლიკის) მოედანზე. 22-სართულიან სასტუმროში (282 ნომერი, 532 საწოლი ადგილი) გათვალისწინებული იყო როგორც უმაღლესი, ისე პირველი კატეგორიის ნომრები. თეძმის ტუფით მოპირკეთებული შენობის ინტერიერში უხვად იყო გამოყენებული ქართვ. ოსტატთა მაღალმხატვრული ნამუშევრები (არქიტექტორები: ა. კ. ბაქრაძე, ნ. ჯობაძე; მოქანდაკეები: ა. გორგაძე, გ. კალაძე, გ. კორძახია; მხატვრები: ბ. ბერძენიშვილი, თ. წერეთელი, ვ. ქოქიაშვილი). სასტუმროს ჰქონდა რესტორანი, საბანკეტო დარბაზი, ეროვნ. სამზარეულოს დარბაზი, ლუდისა და ღამის ბარები, კაფე, სამორინე, საკონფერენციო დარბაზი, სახურავზე განთავსებული იყო საცურაო აუზი. "ი." ემსახურებოდა როგორც ადგილ., ისე უცხოეთის მოქალაქეებს. 1992იდან აქ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული და თბილისის ომის (1991–92) დროს დაზარალებული ოჯახები ცხოვრობდნენ. 2009 სექტემბრიდან, რეკონსტრუქციის შემდეგ, აქ განთავსდა სასტტუმრო "რედისონ ბლუ ივერია".
6. (სააქციო საზოგადოება), პარფიუმერიულ-კოსმეტიკური
ფაბრიკა. დაარსდა 1959 (პირველი
პროდუქცია გამოუშვა 1960). იყო
ამ დარგის პირველი საწარმო ამიერკავკასიაში. 1966-მდე შედიოდა
საქ. სსრ კვების მრეწველობის
"საქეთერზეთის" ტრესტში, 1967იდან გადავიდა საკავშ. დაქვემდებარებაში. იმ დროისათვის
პროდუქციის ძირითადი ასორტიმენტი იყო პარფიუმერიული და
კოსმეტიკური ნაწარმი (სუნამო,
ოდეკოლონი, ლოსიონი, შამპუნი,
კბილის პასტა, ნელსაცხებელი,
თმის ნატურალური საღებავი).
პროდუქციის წარმოებისათვის
საჭირო ნედლეულისა და მასალების ძირითად ნაწილს იღებდა
მოკავშირე რესპუბლიკებიდან და
საზღვარგარეთიდან, მინის ჭურჭელს – ქსნის (საქართველო),
მოსკოვის, სანქტ-პეტერბურგის
(რუსეთი), კიშინიოვის (მოლდოვა) და სხვა მინის ქ-ნებიდან. მზა
პროდუქცია იგზავნებოდა მოკავშირე რესპუბლიკებშიც. XX ს.
90-იანი წლებიდან ფ-კამ დაიწყო
ადგილ. ნედლეულისა და სამკურნ.
მინერ. წყლების (ლუგელა, ბიისი,
ნუნისი, თბილ. გოგირდოვანი წყალი; ასკანის თიხა და სხვ.) გამოყენებით ახ. პროდუქციის გამოშვება
(კბილის პასტა "ლუგელა", ფეხის
კრემი "ნუნისი", შამპუნი "ინით"
და სხვ.). 1992–93 ფ-კა "ი-მ" და
ფრანგულმა კომპანია "ნატალი
ერგინმა" შექმნა ერთობლივი
პროდუქტი შამპუნების სერიის
("ფიჭვი", "მანგო", "ქოქოსი") სახით.
1996-იდან ფ-კა "ივერიის" ბაზაზე ჩამოყალიბდა სააქციო საზბა "პარფიუმერიულ-კოსმეტიკური
ფაბრიკა ივერია". 2003 საწარმოს
რესტრუქტურიზაციისა და მისი
დაშლის შემდეგ, ერთ-ერთი განაყოფის ბაზაზე დაარსდა კომპანია
– სააქციო საზ-ბა "ი.", რ-იც აგრძელებს პარფიუმერიული და კოსმეტიკური პროდუქციის წარმოებას.
მის მიერ გამოშვებული პროდუქციის ძირითად ასორტიმენტს
შეადგენს თმის (შამპუნი, თმის
ბალზამი, თმის კონდიციონერი),
კანის (ხელის, საბავშვო, გაპარსვის შემდგომი, ფეხის კრემები,
ლოსიონი), პირის ღრუს მოვლის
(სამკურნ.-პროფილაქტიკური კბილის პასტა) საშუალებები, პარფიუმერია (ოდეკოლონი, სუნამო, ტუალეტის წყალი). ამ პროდუქციის
შექმნისათვის საჭირო ნედლეულის დიდ ნაწილს საწარმო იღებს
ცნობილი ევრ. კომპანიებიდან
(Huntsman, Croda, Undesa, Galaxy, Sabo,
Frey+Lau); პლასტმასისა და მინის ფლაკონებს – მინსკიდან (ბელარუსი), კიევიდან (უკრაინა),
აგრეთვე ადგილ. კომპანიებიდან;
ტუბებს – თურქეთიდან; სამკურნ.
მცენარეების ნაყენებს და ეთერზეთებს – ადგილ. საწარმოებიდან.
პროდუქციის რეალიზაცია ხდება
შიდა ბაზარზე.
დ. სილაგავა.
7.(შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება), ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია. დაარსდა 2013 თბილისში ადგილობრივი ინვესტიციით. პირველი პროდუქცია გამოუშვა 2014 თებერვალში. საწარმო აღჭურვილია მოწინავე ევრ. წარმოების უახლესი დანადგარებით. მისი საპროექტო სიმძლავრეა 8–10 ტ მზა პროდუქცია დღეში (2015). უშვებს სოსისს, მოხარშულ ძეხვსა და სერველადს, აგრეთვე დელიკატესებს, სულ 70-მდე დასახელების პროდუქციას, მ. შ. სამარხვოს (სოსისი, მოხარშული ძეხვი და სერველადი), რ-იც "ი-მ" პირველმა დანერგა საქართველოში ბელგიური კომპანიის ("Clarys Food Ingredients") სპეციალისტების დახმარებით. ამ პროდუქტში შემავალი ყოველი ინგრედიენტი (სოკო, წიწიბურა, ბრინჯი, სოიო, მცენარეული ცილა და სხვ.) ვეგეტარიანულია და არ შეიცავს ცხოველურ ცილასა და ცხიმს. "ი-ს" წარმოებისათვის საჭირო ნედლეული ამერ. და ევრ. სხვადასხვა ქვეყნებიდან შემოაქვს. მისი პარტნიორი კომპანიებია: "ვან ჰესი" (გერმანია); "ვიბერგი", "ალმი", "შალერი" (ავსტრია) და სხვ. პროდუქცია გამოდის სავაჭრო ნიშნით "ივერია". კომპანიას თბილისსა (3) და ბათუმში (1) აქვს რამდენიმე საფირმო მაღაზია, რ-თა გაფართოება იგეგმება.
პროდუქციაზე გაზრდილი მოთხოვნის შესაბამისად, 2016 წლის
ბოლოს გლდანში ექსპლუატაციაში შევიდა საწარმოს ახ. შენობა,
რ-იც 4300 მ^2 ფართობზეა განთავსებული.