"იზვესტია კავკაზსკოგო ოტდელა იმპერატორსკოგო რუსსკოგო გეოგრაფიჩესკოგო ობშჩესტვა"

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
12:38, 22 ნოემბერი 2019-ის ვერსია, Admin (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: რუსეთის საიმპერატორო გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის ...)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
Jump to navigation Jump to search

რუსეთის საიმპერატორო გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილების პერიოდული სამეცნიერო ბეჭდვითი ორგანო. ძირითადად გამოდიოდა თბილისში. I წიგნი გა­მო­ვი­და 1872. შემდეგი წიგნები იბეჭ­დე­ბოდა ყოველ 1–2 წელიწადში ნაწილნაწილ, ცალკეულ ნაკვეთებად. 1917-მდე სულ გა­მო­ვი­და 25 წიგნი. მასში ძირითადად იბეჭ­დე­ბოდა ­განყ-ბის ადმ.-ორგანიზაციული საქმიანობის ანგარიში და მის წევრთა მიერ ჩატარებული სამეცნ.-კვლ. მუ­შა­ო­ბის შედეგები, კრიტ. და ბიბლიოგრ. სტატიები, პერიოდული გამოცემები, საერთო კრებებზე წაკითხული მოხსენებები და სხვ.


გამოცემაში აქტიურად მოღვაწეობდნენ როგორც ­ქარ­თვე­ლი, ისე სა­ქარ­თვე­ლო­ში მოღვაწე უცხოელი მეცნიერები: დ. ზ. ბაქ­რაძე, კ. ბოროზდინი, დ. პ. გედე­ვანი­შვილი, დ. გერსევანოვი, ნ. დი­ნი­კი, რ. ერისთავი, ა. ერიციანი (ერიცოვი), ე. ვეიდენბაუმი, ა. ვოეიკოვი, ა. კონშინი, ე. მარკოვი, ნ. პა­ლიბინი, ა. პასტუხოვი, გ. რა­დე, ლ. სიმონოვიჩი, გ. სმირნოვი, ა. სო­როკინი, ი. სტებნიცკი, პ. უსლარი, პ. ჩიხაჩევი, ა. ცაგარელი, გ. წულუკიძე, ი. ხოძკო. გამოცემის რედაქტორები იყვნენ: დ. კოვალენსკი, ლ.ზაგურსკი, მ. ვორონოვი, დ. პაგირევი, ა. ლაისტე­რი და სხვ.

ე. ლოლუა. ვ. ჯავრი­შვილი