"იმერეთი"

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

ყოველდღიური გაზეთი ეროვნულ-დემოკრატიული მიმარ­თულებისა; გამოდიოდა 1912 წ. 26 სექტემბრიდან 1915 წ. 4 აგვისტომდე ქუთაისში, გაზ. "კოლ­ხიდის" ნაცვლად. რედ.-გა­მომცემლები – გ. ჭე­ლი­ძე (1912–13; 1914-ის NN 01–86; 1915); ბ. ჯაიანი (1914 NN 87–150). 1914 წ. 22 აგვისტოდან გამოდიოდა «გაზეთ "იმერეთის" დეპეშები» დღეში ორჯერ, დილასაღამოს, ქართ. და რუს. ენებზე. "ი-თან" თანამშრომლობდნენ ნ. ლორთ­ქიფანიძე, ვ. წერეთელი, დ. ჩიანელი, გ. გველესიანი, ს. ქვარიანი, ა. პაპავა, ვ. კაკაბაძე, ი. გოგია, ტ. ჯაფარიძე და სხვ.