"იმერი"
(სააქციო საზოგადოება), ერთ-ერთი უძველესი სამკერვალო კომპანია საქართველოში. 1928 წ. 16 სექტემბერს სამკერვალო სახელოსნო "მაკრატლის" ბაზაზე (მდებარეობდა ა. წერეთლის ქ. N2) დაარსდა ქუთაისის N4 სამკერვალო ფ-კა. 1935 წ. აშენდა ფკის ახ. შენობა გეგუთის ქუჩაზე (ახლანდ. ლ. ასათიანის ქუჩა), ხოლო ძვ. შენობაში გაფართოვდა ინდივიდ. დაკვეთის საამქრო, რ-იც მომსახურებას უწევდა დას. საქართველოს მომხმარებლებს. ამავე წელს ფ-კას ეწოდა ს. მ. კიროვის სახელი. წლების განმავლობაში მის ბაზაზე შეიქმნა არაერთი ფილიალი (ზესტაფონი, ჭიათურა, ზუგდიდი, ალპანა, ტყიბული), რ-ებიც შემდეგ დამოუკიდებელ საწარმოებად ჩამოყალიბდა.
II მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში ფ-კაში არაერთხელ ჩატარდა წარმოების გაფართოებისა
და ტექ. გადაიარაღების სამუშაოები, აითვისეს და გამოუშვეს მრავალი ახ. მოდელი. 1968 ივლისში
ჩამოყალიბდა ს. მ. კიროვის სახ.
ქუთაისის N1 საწარმოო-სამკერვალო გაერთიანება, რ-შიც შევიდა
ქუთაისის (სათავო საწარმო), ზესტაფონისა და ჭიათურის სამკერვალო ფ-კები. მოგვიანებით (1979)
მათ შეუერთდა ლენტეხის ახლად
დაარსებული სამკერვალო ფ-კა.
საწარმოში იკერებოდა მამაკაცის,
ქალისა და ბავშვის პალტოები,
შალის, ბამბისა და ჯინსის შარვლები, ტყავის შემცვლელისგან –
ქურთუკები და სხვა სამკერვალო
ნაწარმი, რ-ებიც საქართველოს რნების გარდა იგზავნებოდა მოკავშირე რესპუბლიკებში, საექსპორტოდ კი – კუბასა და მოზამბიკში. ფ-კა მარაგდებოდა როგორც
ადგილობრივი, ასევე მოკავშირე
რესპუბლიკების და საზღვარგარეთის საწარმოებიდან შემოსული
ქსოვილითა და სხვა დამხმარე მასალებით.
გასული საუკუნის 90-იან წლებში, ქვეყანაში განვითარებული
მძიმე პოლიტ. და ეკონ. მდგომარეობის მიუხედავად, ფ-კას ფუნქციონირება არ შეუწყვეტია. 1990იდან, საწარმოო გაერთიანების
დაშლის შემდეგ (1989), ფ-კას
ეწოდა ქუთაისის სამკერვალო ფ-კა
"იმერეთი", 1994-იდან ჩამოყალიბდა როგორც სააქციო საზ-ბა,
სამკერვალო კომპანია "იმერეთი",
ხოლო 2000-იდან კვლავ შეეცვალა
სახელი და დაერქვა "ი."
საწარმო მთლიანად ქართ. კომპანიაა. აღჭურვილია მსოფლიოს
სხვადასხვა ქვეყნის (გერმანია, იაპონია, იტალია, ესპანეთი) ცნობილი ფირმების თანამედროვე მანქანა-დანადგარებით. ორიენტირებულია ძირითადად ქალისა და
მამაკაცის ტანსაცმლის კერვაზე.
გამოშვებული პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილი გადის ექსპორტზე დას. ევროპის ქვეყნებში.
"ი." თანამშრომლობს გერმ. კომპანია "ლებეკთან" (1997-იდან),
რ-იც მის ერთ-ერთ უმსხვილეს და
უმთავრეს პარტნიორად ითვლება, აგრეთვე სხვადასხვა იტალიურ ფირმასთან. სთავაზობს მათ
ტანსაცმელს მათივე მოთხოვნების
შესაბამისად პარტნიორთა მიერ
შემოთავაზებული მასალითა და
ფურნიტურით. ფ-კა, უცხოური დაკვეთების გარდა, უშვებს (2011იდან) ტანსაცმელს ადგილ. ბაზრისათვის. პროდუქციის რეალიზაცია ხდება ფ-კის ტერიტორიაზე
არსებულ და თბილისში გახსნილ
საფირმო მაღაზიებში.
ლ. აბრამიშვილი.