"კავკასიის განვითარების ბან­კი – საქართველო"

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

სააქციო სა­ზოგადოება, ერთ-ერთი კომერცი­ული ბანკი სა­ქარ­თვე­ლოში. და­რეგისტრირდა 2013 წ. 1 მარტს თბი­ლისში და წარმოადგენდა ღია სააქციო საზ-ბა `კავკასიის განვითარების ბანკის~ (ქ. ბაქო, აზერბაიჯანი) თბილ. ­ფილიალის სამართალმემკვიდრეს (შე­იქმნა 1999). ბანკის აქციონერი იყო `კავკასი­ის განვითარების ბანკი~. "კ. გ. ბ.ს-ს" განაღდებული და გაცხადებული საწესდებო კაპიტალი შეადგენდა 20 მლნ. ლარს (2015 წ. 31 დეკემ­ბრის მდგომარეობით). მას გააჩნდა ერთი სერვისცენტრი თბილისში.

ბანკი მომხმარებელს სთავაზობდა სხვა­და­სხვა სახის საბანკო მომსახურებას: მცირე და საშ. ბიზ­ნესის დაფინანსებას, იპოთე­კურ, ავტოდა აგროსესხებს, პლასტიკურ ბარათებს, დისტანციურ საბანკო მომსახურებას, ფულადი გზავ­ნილების სისტემებს და სხვ. იგი ახორციელებდა ­სხვა­და­სხვა საქველმოქმედო პროგრამებს კულტ. სფე­როში, დააფინანსა და გამოსცა ქართ. ლიტერატურის ნიმუშების თარგმანები რუს. და აზერბ. ენებზე.

2016 წ. 2 სექტემბრიდან ბანკს შეუჩერდა ლიცენზია.