"კავკასიური სახლი"

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი. შეიქმნა 1993 სა­ქარ­თვე­ლოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებით, ყოფ. მხატვ­რუ­ლი თარგმანისა და ლიტ. ურთიერთობათა მთ. სარედაქციო კოლეგიის ბაზაზე და არის მისი სამართალმემკვიდრე. ექვემდებარე­ბა სა­ქართვ. კულტურის ­სამინისტ­როს (გამგეობის თავ-რე ნ. გელა­შვილი). იგი ხელს უწყობს სა­ქართვ. და კავკ. ხალხთა კულტ. მემკვიდრეობისა და ბუნების დაცვა-გადარჩენას, სა­ქარ­თვე­ლოსა და კავკა­სიაში მშვიდობის დაცვასა და დემოკრ. აღმშენებლობას, საზ-ბის ჰუმანიზაციას, ახალგაზრდობის გა­ნათლებას, ეკოლ. უსაფრთხოებას, კავკ. ხალხების ინტეგრაციას.

"კ. ს-ის" განყ-ბები: ­კავკასიური (ქართ., ადიღეური, აფხ., ყარაჩაიჩერქეზული, ჩაჩნურ-ინგუშუ­რი, დაღესტნური, ოსური, სომხ., აზერბ. და სხვ. სექციები); სლავური; ესპანურ-ამერიკული; ­აღ­მოსავლური; კულტურის, პოლიტი­კისა და ეკოლოგიის; საინფორმაციო-ბიბლიოგრაფიული; ფუნქციონირებს სმირნოვების საგვარეულო მუ­ზეუმი – ა. ს. ­პუშკინის მემორიალი; ქართ. (კავკ.) რეწვის სახელოსნო (ხდება ნამუშევრების მუდმივი გამოფენაგაყიდვა); გა­მომც. "კ. ს-ის" ცენტრის მიერ დაარსებული საზ-ბები: ა. ს. პუშკი­ნის საერთაშ. საზ-ბა, რაინერ მარია რილკეს საერთაშ. საზ-ბა; კავკ. ხალხთა გილდია; კავკ. ხალხთა სოლიდარობის ფონდი. "კ. ს-ის" სამეცნ.-პოლიტ. საბჭო საჭიროების შემთხვევაში აფასებს კავ­კა­სიაში მიმდინარე პროცესებს და საჯაროდ აფიქსირებს თავის პოზიციას.

"კ. ს." 2 თვეში ერთხელ უშვებს ლიტ., რელიგ.-ფილოს. და საზ. ჟურნ. "აფრას" (1999-იდან), აგრეთვე გამოსცემს წიგნებს, ჟურნალებს ("კავკაზსკი აქცენტ", "მრავალსახოვანი ქვეყანა", "ჩვენი სოფელი", "ალტერნატივა", "პოლიტიკის დოკუმენტები").

თ. ალიბეგა­შვი­ლი.