"კარდანახი"

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

თეთრი შემაგრებული ღვინო. მზადდება რქაწითლის ჯიშის ყურძნისგან, რ-იც გა­შე­ნე­ბულია გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფ. კარდანახში. აძველებენ კასრში სამი წლის განმავლობაში. აქვს ქარვისფერი, სასიამოვნო ჯიშური ბუკეტი, პორტვეინის მსგავსი გემოთი. შეიცავს 18% სპირტს, 10% შაქარს. მჟავიანობაა 5–6 გ/დმ 3. პირველად "კ." დაამზადა ცნობილმა მეღვინემ, ვ. კანდელაკმა (1926). უშვებს კარდანახის ღვინის ქ-ნა. საერთაშ. გამოფენებზე მიღებული აქვს 8 ოქროსა და ერთი ვერცხლის მე­დალი.

ბ. კალანდაძე.