"კარმელიტების ქრონიკა"

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
16:48, 6 ნოემბერი 2019-ის ვერსია, Admin (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: უპო­ვართა კათოლიკური მონაზვნუ­რი ორდენის (დააარსა იტალ. ჯვა...)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
Jump to navigation Jump to search

უპო­ვართა კათოლიკური მონაზვნუ­რი ორდენის (დააარსა იტალ. ჯვაროსანმა ბერტოლდმა XII ს. II ნახ. პალესტინაში) მისიონერთა ქრონიკა, რ-იც მრავალი მეცნიერის ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ შეიკრიბა, აიკინძა და 1939 წ. 4 ტომად გამოიცა ლონდონში სათაურით: "სპარსეთში მყოფ კარმელიტთა ქრონიკა და კათოლიკური მისიები XVII–XVIII საუკუნეებში". კრებული შეიცავს კარმელიტ მისიონერთა დღიურებს, სხვა­და­სხვა ქვეყნიდან გამოგზავნილ წერილებს და ანგარიშებს, "პროპაგანდის კონგრეგაციის" სესიების ოქმებსა და სხვ. ეს მასალები ნათლად ასახავს ვატიკანის მისწრაფებას, ევროპის ქვეყნების ანტიოსმალურ კოალიციაში ჩაება ირანი და სა­ქარ­თველო, გაევრცელებინა კათოლიკობა აღმ. ქვეყნებში. "კ. ქ-ში" არის საქარ­თვე­ლოს მეფეებისა და ირანის შაჰების მიმოწერა რომის პაპებთან, აღწერილია ირან-ოსმალეთის ომები სა­ქარ­თვე­ლოს წინააღმდეგ. "ქრონიკა" არაერთ საინტერესო ცნობას გვაწვდის შაჰ-აბასის მიერ კახელთა აყრა-გადასახლების, ვახტანგ VI-ის სა­ხელმწ. საქმიანობის, თეიმურაზ II-ისა და ერეკ­ლე II-ის საგარეო პოლიტიკის და სხვათა შე­სა­ხებ.

ლიტ.: სა­ქარ­თვე­ლოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 3, თბ.,1979; toriis narkvevebi, t. 3, Tb.,1979; A chronicle of Carmelits in Persia and Papal mission of the XVII and XVIII centuries, v. 1–4, L., 1939.

ქ. პავლია­შვი­ლი.