"კასტელ ჯორჯია"
(შპს), ლუდისა და უალკოჰოლო გაზიანი სასმელების კომპანია. 1998 დე- კემბერში თბილისში, ლუდის სა- წარმოების – შპს "ყაზბეგისა" (დაარსდა 1995) და შპს "გომ- ბორი BGI-ის" (დაარსდა 1997) გაერთიანების შედეგად შეიქმნა ფრანგულ-ქართული ერთობლივი კომპანიაშპს "ყაზბეგი-კასტელი", რ-ის სიმძლავრე შეადგენდა 10 მლნ. დკლ ლუდს წელიწადში. უშვებდა შემდეგი დასახელების ლუდს: "ყაზბეგი", "ფშავი", "ანანური", "არგო", "ყაზბეგი პორტერი", "კასტელი" და სხვ. 2002 მარტში მოხდა "ყაზბეგი- კასტელის" რეორგანიზაცია და ჩამოყალიბდა ლუდის ორი და- მოუკიდებელისაწარმო:შპს" ყაზბეგი 1881" და შპს "კასტელი-სა- ქართველო" (მდებარეობს ლილოს დასახლებაში). 2013 შპს "კასტელი-საქართველო" შეიძინა ქართულმაკომპანიაშპს'კ. ჯ-მ", რ-მაც განახორციელა საწარმოს რებრენდინგი. საწარმოს საპრო- ექტო სიმძლავრეა 80 მლნ. ლუდი წელიწადში. უშვებს შემ- დეგიდასახელებისლუდს:"არგო", "გერმანული", "ჰერცოგი", `კალ- ტენბერგი", "ზუბრი" და სხვ., აგრეთვე ლიმონათს – "ზანდუკე- ლი". ნედლეული (სვია, ალაო, საფუარი) და დამხმარე მასალე- ბი (ბოთლი, საცობი, ეტიკეტი) ძირითადად შემოდის გერმანი- იდან, უკრაინიდან, რუსეთიდან. გამოშვებული პროდუქციის რეალ- იზაცია ხდება როგორც ადგილ. ბაზარზე, ისე საზღვარგარეთ (უკრაინა, რუსეთი, აზერბაიჯანი, ჩეხეთი,აშშ,გერმანია,ტაჯიკეთი, ავღანეთიდასხვ.).