"კვალი"

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
15:31, 8 ნოემბერი 2019-ის ვერსია, Admin (განხილვა | წვლილი)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
Jump to navigation Jump to search

1. ქარ­თული ყოველკვირეული პოლიტიკური, სამეცნიერო და ლიტერატურული გაზეთი, ეროვნულ-ლიბერალური მიმართულებისა; გამოდიოდა 1893–1904 თბილისში. 1893–96 გაზეთი დიდ ადგილს უთმობდა "მესამე დასის" დამწყებ ლიტერატორებს; 1897- იდან გადავიდა "მესამე დასის" უმრავლესობის ხელში, ხოლო ბოლშევიკებისა და მენშევიკების ფრაქციებად გაყოფის შემდეგ ­ქართვ. მენშევიკების ორგანო გახდა. ქვეყნდებოდა სტატიები სა­ქართვ. ეკონ., ისტ., ეთნოგრ., გეოგრ. და მეცნ. სხვა­და­სხვა დარგის შე­სა­ხებ; იბეჭდებოდა მხატვრუ­ლი ლიტ-რა, პუბლიც. და კრიტ. წერილები, ბიბლიოგრაფია. გაზეთის 1895 წ. ზოგიერთ ნომერში ნახსენებია მეცნ. კომუნიზმის ფუძემდებლების, კ. მარქსისა და ფ. ენგელსის შრომები.

რედ.-გამომცემლები – ა. თუმანიშვი­ლი-წერეთლისა (ფაქტობრივი რედ.-გამომცემელი – გ. წერეთელი), ნ. ალექსი-მესხი­შვი­ლი. "კ." დაიხურა მთავრობის განკარგულებით.

ლიტ.: კ ა რ ი ჭ ა ­შ ვ ი ­ლ ი დ., ქართული პერიოდული გამოცემების ბიბლიოგრაფიული მიმოხილვა, «წიგნის მეგობარი», 1925, #2; კ ი კ ვ ი ძ ე ა., გაზეთი "კვალი", 1893–1904 წწ., თბ., 1969; მ გ ა ლ ო ბ ლ ი ­შ ვ ი ­ლ ი ქ., ქართული გაზეთების ბიბლიოგრაფია, «პროლეტარული რე­ვოლუცია», 1943, #3; ქარ­თული ჟურნალებისა და კრებულების ანალიტიკური ბიბლიოგრაფია, ნაკვ. 3, თბ., 1944.

ი. ლორთქიფანიძე.



2.აშშ-ის ქარ­თველ­თა სათვისტომოს საერთაშორისო ასოციაცია, ­სასწავლო-ინფორმაციული ცენტრი. "კ." შეიქმნა 1998 როგორც კომპანია, 2001 ჩამოყალიბდა საქველმოქმედო ორგანიზაციად. მისი ოფისი თბილისში გაიხსნა 2003. "კ-ის" დამაარსებელი და პრეზიდენტი იყო შ. ვაშაკიძე. ამერიკაში წასულ ქარ­თველებს ცენტრში ასწავლიან ინგლ. ენას, ეხმარებიან იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში, ასევე იქაური განათლების სისტემის პრინციპების გარკვევაში. `კ.~ ეხმარება სა­ქარ­თვე­ლოდან შერჩეულ ახალგაზრდებს ამერიკაში წასვლასა და განათლების მიღებაში.


"კ-მა" თსუ-თან ერთად განახორციელა აშშ-ში სტუდენტებისა და მაძიებლების გაცვლითი პროგრამა, მოაწყო სა­ქართვ. კულტ. დღეები აშშ-ში (ნიუ-ბრანზუიკი, ნიუ-იორკი, ფილადელფია, ვაშინგტონი), ქართველ ლინგვისტებთან და პროგრამისტებთან ერთად შექმნა ინგლ.-ქართ. ინტერნეტ-ლექსიკონი, ჩაატარა განათლების, მეცნ. და მედ. საერთაშ. ფორუმი (2004, თსუ).


2002–10 ქართვ. ­ჟურნალისტების მონაწილეობით გამოდიოდა ინტერნეტ-გაზეთი "კვალი". 2005–15 სისტემატურად ტარდებოდა სპეციალურად მოწვეული ქართვ. და ამერ. მეცნიერების ლექციები ფიზიკაში, ქიმიაში, მათემატიკასა და მეცნ. სხვა დარგებში.


"კ-ის" ეგიდით ჩატარდა კონკურსი პროზასა და დრამატურგიაში, გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ პრემიებით, ასევე პრემიებით აღინიშნა რამდენიმე ნაწარმოები. გამოიცა კრებული. შეგროვდა და დამუშავდა ამერიკაში მცხოვრები ქართვ. ემიგრან­ტების არქივები, რ-ებიც 2015 გამოაგზავნეს თბილისში, მათი ნაწილი განთავსდა ეროვნ. ბ-კის "კვალის" სახელზე გახსნილ სპეც. ოთახში, ნაწილი – თსუ-ის ბ-კაში.

ბ. ვაშაკიძე