`თამარის ეპიტაფია
Jump to navigation
Jump to search
`თამარის ეპიტაფია”, ქართული ხალხური ლექსი, ზეპირსიტყვიერი ეპიტაფიის ნიმუში, სრულდებოდა ფერხულის წესით. ლექსი პირველი პირით არის ნათქვამი (`თამარ დედოფალი ვიყავ, თავი ძირს აღარ დავიდე, ზღვაში ჩავყარე სამნები, ხმელეთი ჩემკენ მოვიგდე”...), მასში ოსტატურადაა გამოთქმული ხალხ. სიბრძნე; ამასთანავე, ხალხმა თამარის მოღვაწეობას ფანტასტიკური ელფერიც შემატა (`ქაჯებსა დავდე იჯარა, ისპაანს ხარჯი ავიღე”...). `თ. ე.” გავრცელებულია საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში; ვარიანტებს შორის არ არის არსებითი განსხვავება. ლიტ.: კოტეტიშვილი ვ., ხალხური პოეზია, ქუთ., 1934; ქართული ხალხური საისტორიო სიტყვიერება. ტექსტი მოამზადა, შესავალი და შენიშვნები დაურთო ქ. სიხარულიძემ, I, თბ., 1961; ცაიშვილი ს., თამარ მეფე ხალხურ სიტყვიერებაში, თბ., 1943. ჯ. ბარდაველიძე.