`თარგმანნი საამო საკითხავთა თხზულებათა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
15:32, 12 დეკემბერი 2015-ის ვერსია, Tea (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: `თარგმანნი საამო საკითხავთა თხზულებათა” (1872), ლიტერატურული კ...)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
Jump to navigation Jump to search

`თარგმანნი საამო საკითხავთა თხზულებათა” (1872), ლიტერატურული კრებული (გამოვიდა ერთი ტომი). გამოსცა 1872 თბილისში დაარსებულმა `ქართველ ქალთა ამხანაგობამ” (ე. ყიფიანი, ე. გაბაშვილი, ე. მელიქიშვილი), რ-იც მიზნად ისახავდა უცხოელ ავტორთა თარგმნასა და გამოცემას. კრებულში შესულია `პარიჟელი ბიჭი” (ნაწყვეტი ვ. ჰიუგოს რომანიდან `საბრალონი”), `ამერიკელი ქალები XVIII საუკუნისა”, `ჟულ ტარრო” და `უკანასკნელი დღენი ნათანიელ როსსელისა”. `თ. ს. ს. თის გამოცემას სერიოზული საზ. რეზონანსი მოჰყვა, რამაც მძლავრი ბიძგი მისცა ქართვ. ქალთა გააქტიურებას საზ., კულტ.საგანმან. და სალიტერატურო ასპარეზზე. ლიტ.: მესხი ს., თხზულებანი სამ ტომად, შედგენილი ი. ბოცვაძის მიერ, მისივე წინასიტყვაობითა და შენიშვნებით, ტ. 1, თბ., 1962; ნიკოლაძე ნ., ჩვენი მწერლობა, თხზულებანი, დ. გამეზარდაშვილი რედ. და შენიშვნებით, ტ. 3, თბ., 1963. თ. ჯოლოგუა.