`თბილისური”

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
17:46, 7 დეკემბერი 2015-ის ვერსია, Tea (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: `თბილისური”, ვაზის ჰიბრიდული ჯიში. მიღებულია `ალექსანდრიული...)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
Jump to navigation Jump to search

`თბილისური”, ვაზის ჰიბრიდული ჯიში. მიღებულია `ალექსანდრიული მუსკატისა” და `რქაწითელის” შეჯვარებით. აქვს გარეგნულად ლამაზი, დიდი მტევანი და მოყვითალომომწვანო, ჭარბრბილობიანი, ოვალური მარცვალი. ვაზი ინტენსიურად იზრდება, უხვმოსავლიანი (200 ც/ჰაზე), შენახვისუნარიანი და ტრანსპორტაბელურია. შაქრიანობა 19,5 – 21%ია, მჟავიანობა – 5,4–5,7 გ/დმ 3. მწიფდება ოქტომბერში. ფართოდაა გავრცელებული აღმ. საქართველოს მევენახეობის რნებში. ჯიში გამოიყვანეს ა. ქანთარიამ და ნ. ჩახნაშვილმა. ქ. გეგეშიძე.