`ერთხელ წისქვილს წასვლისათვის

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
14:23, 5 იანვარი 2016-ის ვერსია, Tea (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: `ერთხელ წისქვილს წასვლისათვის~, საყოფაცხოვრებო, საოხუნჯო ხა...)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
Jump to navigation Jump to search

`ერთხელ წისქვილს წასვლისათვის~, საყოფაცხოვრებო, საოხუნჯო ხასიათის ქართული (რაჭული) ხალხური საფერხულო სიმღერა. ასრულებს შერეული (ქალ-ვაჟთა) გუნდი. სიმღერა კუპლეტური აღნაგობისაა, სამხმიანია და შეიცავს რაჭული სიმღერისათვის დამახასიათებელ სამხმოვანებისა და კვარტსექსტაკორდის პარალელურ მოძრაობებს. მუს. ზომა 3/4. ლიტ.: თათარაძე ა., ქართული ხალხური ცეკვა, თბ., 2012. ა. თათარაძე.