აამსთა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
21:09, 19 აპრილი 2021-ის ვერსია, 185.70.54.249 (განხილვა)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
Jump to navigation Jump to search

აამსთა, ფეოდალური კლასის წარმომადგენელი აფხაზეთში, შეესაბამება გვიანდ. ფეოდ. ხანის ქართ. აზნაურს. იყოფოდა ორ ძირითად კატეგორიად: აჰიამსთად (აჰ – მთავარი) – ტახტის აზნაურებად და ათაუადიამსთად – თავადთა აზნაურებად. აბაზების ტომის ტაპანელთა ჯგუფში იყო კატეგორია აამისთა – დუ – დიდი აზნაური.

                                                                                                 ზ. ანჩაბაძე.

ლიტერატურა:

Дзидзария Г. А., Народное хозяйство и социальные отношения в Абхазии в XIX в., Сух., 1958.