აბაზ ბაკურიანის ძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
23:11, 25 აგვისტო 2020-ის ვერსია, Admin (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: აბაზ ბაკურიანის ძე, XI ს. ქართველი მოღვაწე, ბიზანტიის იმპერი...)
Jump to navigation Jump to search
 აბაზ ბაკურიანის ძე,  XI ს. ქართველი მოღვაწე, ბიზანტიის იმპერიის მაგისტროსი, ძმა გრიგოლ ბაკურიანის ძისა. მსახურობდა ბიზანტიის სხვადასხვა პროვინციაში. თავდაპირველად ანტიოქიაში ჰქონდა მამულები, შემდეგ მათ სანაცვლოდ თესალონიკესა და სერის თემებში მიიღო სოფლები, რ-ებიც მისი ანდერძის თანახმად, გრიგოლმა პეტრიწონის ქართველთა მონასტერს გადასცა. ამის გამო ა. ბ. სიკვდილის შემდეგ ამ მონასტრის ქტიტორად ითვლებოდა. დიდ მზრუნველობას იჩენდა იგი ათონის ივერთა მონასტრის ქონებრივ კეთილდღეობაზეც. 
   

ლიტ.: შანიძე ა., ქართველთა მონასტერი ბულგარეთში და მისი ტიპიკონი, თბ., 1971.

ა.ბოგვერაძე.