აბანოზის აკაცია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
19:43, 21 აპრილი 2021-ის ვერსია, Admin (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: <big>'''აბანოზის აკაცია'''</big>, ''შავი აკაცია'', ''შავი ხე'', ''მერქანშავი...)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
Jump to navigation Jump to search

აბანოზის აკაცია, შავი აკაცია, შავი ხე, მერქანშავი აკაცია (Acacia melanoxylon), ავსტრალიური მარადმწვანე ხე მიმოზისებრთა ოჯახისა. მის ქერქში 12%-მდე ტანინია. მაგარსა და გამძლე მერქანს იყენებენ საავეჯე მასალად (უმეტესად საინკრუსტაციოდ). კოლხეთსა და აღმ. ამიერკავკასიის ზოგიერთ ადგილზე გაშენებულია დეკორ. მიზნით. კარგად ხარობს, თუმცა ზოგჯერ მკაცრი ზამთარი მთლიანად ანადგურებს.