აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის თბილისის განყოფილება

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
11:20, 7 აპრილი 2021-ის ვერსია, Admin (განხილვა | წვლილი)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
Jump to navigation Jump to search

აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია. მენისკური ტელესკოპის შენობა]]აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის თბილისის განყოფილება (1986-მდე – ლაბორატორია), ობსერვატორიის სტრუქტურული ქვედანაყოფი თბილისში. დაარსდა 1967. მისი დანიშნულებაა შეასრულოს ობსერვატორიის ფუნქციონირებისა და იქ ახ. ტექნიკის გამოყენებისათვის აუცილებელი ოპტ.-მექან., საკონსტრუქტორო, გამოთვლითი და სხვა სამუშაოები, რ-თა შესრულება თვით ობსერვატორიაში, მთა ყანობილზე, მოუხერხებელია; დააჩქაროს ობსერვატორიაში მიღებულ დაკვირვებათა დამუშავება და შედეგების დასასტამბავად მომზადება; თსუ ასტრონ. კათედრასთან თანამშრომლობით ხელი შეუწყოს ასტრონომთა მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას; გააადვილოს ობსერვატორიის აუცილებელი შემოქმედებით-ორგანიზაციული კონტაქტი ფიზ., მათ., მართვის სისტემების ინ-ტებთან და სხვა ორგანიზაციებთან.

განყ-ბას აქვს მზის სისტემის მცირე სხეულების ფიზ. კვლევის ლაბორატორია, ასტრონ. ხელსაწყოთმშენებლობის ქველაბორატორია, ოპტ.-მექან. სახელოსნო. აქვეა თეორ. ასტროფიზ. განყ-ბაც.