აბაშვილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
12:11, 7 აპრილი 2021-ის ვერსია, Admin (განხილვა | წვლილი)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
Jump to navigation Jump to search
აბაშვილი გიორგი

აბაშვილი გიორგი სიმონის ძე (8. I. 1910, თბილისი, – 26. IX. 1982, ლენინგრადი), ვიცე-ადმირალი (1954), სამხ.-საზღვაო მეცნიერებათა კანდიდატი (1964). დაამთავრა ლენინგრ. სამხ.-საზღვ. სასწავლებელი (1931), სამხ.-საზღვაო აკადემიასთან არსებული უმაღლესი კურსები (1949). ვახტის შტურმანად მსახურობდა ბალტიის ფლოტის საესკადრო ნაღმოსნებზე „ვოლოდარსკი“ (1931–32), „ლენინი“ (1932–34). იყო ტორპედოიანი კატარღა „პურგას“ (1936), საესკადრო ნაღმოსნის (1938), საესკადრო ნაღმოსნების დივიზიონის (1939) და კრეისერ „მაქსიმ გორკის“ (1944) მეთაური. სსრკ-ფინეთის (1939–40) და II მსოფლ. (1939–45) ომების აქტ. მონაწილე. თავი გამოიჩინა ლენინგრ. ბლოკადის გარღვევისათვის (1943) ბრძოლებში. მონაწილეობდა ტალინის, კრონშტადტის, ლენინგრ. დაცვაში. იყო ბალტიის ფლოტის ესკადრის სარდალი (1949), ტალინის სამხ.-საზღვ. ბაზის მეთაური (1950). ბალტიის ფლოტის სარდლის პირველი მოადგილე (1954). მუშაობდა კუბაში (1960–62). 1963-იდან ეწეოდა პედ. მოღვაწეობას სსრ კავშირის სამხ.-საზღვ. ფლოტის სისტემაში. 1971-იდან თადარიგში გავიდა. ა. რამდენიმე სახელმძღვანელოს ავტორია.

დაჯილდოებულია ორდენებითა და მედლებით.

ლ. დოლიძე.