აბაშიძე ასლან

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

აბაშიძე ასლან იბრაჰიმის ძე (დ. 20. VII. 1938, ბათუმი), სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. გენ.-მ. (1995). მემედ აბაშიძის შვილიშვილი.

დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. პედაგოგიური ინ-ტის ისტ.-ფილოლ. ფაკ-ტი (1962) და თსუ სახალხო მეურნეობის დაგეგმვის ფაკ-ტი (1984). 1963–84 აჭარაში იმყოფებოდა საზოგადოებრივ და სამეურნეო სამუშაოზე. 1984–86 იყო აჭარის არასაყოფაცხოვრებო მომსახურების მინისტრი. 1986–89 საქართვ. საყოფაცხოვრებო მომსახურებისა და კომუნ. მეურნეობის მინისტრის მოადგილე, პირველი მოადგილე; 1989–91 კონცერნ „საქყოფსერვისის“ პრეზიდენტი.

1991 მარტიდან აჭარის ავტ. რესპ. უზენაესი საბჭოს თავ-რის მოვალეობის შემსრულებელი იყო, 1991 ივლისიდან 2004 მაისამდე – თავ-რე. 1992 ოქტ-იდან საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის თავ-რის მოადგილე. 1992-იდან სრულიად საქართველოს აჭარის აღორძინების კავშირის თავ-რე.

ამჟამად ცხოვრობს რუსეთში.